ტაივანის მთავრობა Blockchain-ის განვითარებაზე მუშაობს

0
1554

ტაივანის ეროვნული განვითარების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭო სამი თვის განმავლობაში Blockchain ალიანსს დააფუძნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისურენოვანი მედია ავრცელებს.

აღნიშნულ პროექტზე ტაივანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია მუშაობს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია უკვე კონსულტაციას უწევს სხვა სამთავრობო დეპარტამენტებს, ექსპერტებს, აკადემიურ წრეებს, რათა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს ალიანსის მიზანი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ტაივანი გახდეს მნიშვნელოვანი გლობალური კვანძი Blockchain ტექნოლოგიის სფეროში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიას საჯარო მმართველობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.

როგორც ტაივანური მედია იუწყება, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიას სურსათის უვნებლობის მიმართულებითაც გამოიყენებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება საკვების უვნებლობის მიმართულებით უკვე აპრობირებული მეთოდია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სექტემბერში გავრცელდა Reportlinker-ის ანგარიში, რომლის თანახმადაც, Blockchain ტექნოლოგია სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ინერგება. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლისთვის სექტორის ზრდის მაჩვენებელი 60.8 მილიონი დოლარიდან 429.7 მილიონამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი