26 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1761

სამშაბათს, 26 მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი მცირედით შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3.967 დოლარამდე დაეცა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს არ უნდა გახდეს ინვესტორების შეშფოთების მიზეზი.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 2%-ით დაიკლო.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ტექ.-ინვესტორის ტიმ დრეიპერის კომენტარი. როგორც დრეიპერი აცხადებდა, ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად არგენტინის პრეზიდენტს ბიტკოინისთვის ლეგალური ვალუტის სტატუსის მინიჭებას ურჩევს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია კვლავ 14.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა მხოლოდ 1%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 134 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ზრდა დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 137.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი