Yahoo! კრიპტოვალუტის ბირჟას ხსნის

0
1889

იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Taotao (ყოფილი BitARG) მაისის თვეში ვაჭრობას დაიწყებს. თავდაპირველად ბირჟაზე მხოლოდ რამდენიმე კრიპტოვალუტის გაყიდვა მოხდება.

Taotao არის ციფრული ვალუტის ბირჟის კომპანია, რომლის 40% ეკუთვნის Yahoo-ს. კრიპტობირჟა თავდაპირველად ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით, რიპლითა და ბიტკოინ Cash-ით ივაჭრებს.

როგორც ბირჟა იუწყება, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ბირჟაზე თავისუფლად დარეგისტირება.

ბირჟის გახსნა თავდაპირველად 2018 წლის მარტში დაიგეგმა, როდესაც იაპონიის Yahoo-მ განაცხადა, რომ შვილობილი კომპანია YJFX- ის მეშვეობით მნიშვნელოვანი ფსონი დადო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, შეძენის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი იენი ანუ 19 მილიონი დოლარი იყო.

ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უმსხვილესმა კომპანიამ კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში გადადგა. გარდა ამისა, უშუალოდ კრიპტობირჟამ იაპონიის მარეგულირებლისგან ლიცენზია უკვე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ინტერნეტ გიგანტის მიერ კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ გასული წელს გახდა ცნობილი. 2017 წლის დეკემბრიდან BitARG-ი ფლობდა ფინანსური მომსახურების სააგენტოს ლიცენზიას. თუმცა, ლიცენზია ბირჟას მხოლოდ ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებას აძლევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი