კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1900

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები სტაბილურად გამოიყურებოდა. თუმცა შაბათ-კვირას აშკარად დაფიქსირდა კურსის ზრდის ტენდენციები.

ბიტკოინი

ბიტკოინი 4.000 დოლარის მიღწევის შემდეგ ცდილობს ამ ნიშნულს ასცდეს. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ კრიპტოვალუტის ფასი 4.255 დოლარს მიაღწევს. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულსაც გადალახავს მოსალოდნელი დონე 5.273 დოლარია.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ქვემოთ ჩამოვა მოსალოდნელი დონე 3.355 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ტრეიდერებს შეუძლიათ ვაჭრობა 3.236 დოლარზე შეაჩერონ. ფასის ზრდის შემთხვევაში კი, ანალიტიკოსები თავისუფლად რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ეთერიუმს 134 დოლარზე ჰქონდა მხარდაჭერა. ალტკოინმა კი კურსი გაზარდა და 144 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი 144 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 167 დოლარი იქნება.

ზრდის ტენდენცია შესუსტდება იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტის ფასი 116 დოლარამდე შემცირდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სანამ ეთერიუმის კურსი 125 დოლარამდე არ დაიკლებს იქამდე ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ.

რიპლი

რიპლი ფასი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა არასტაბილური იყო. თავდაპირველად კრიპტოვალუტა 0.28 დოლარის დონემდე შემცირდა. თუკი ალტკოინი კიდევ გაიმეორებს ამ მაჩვენებელს მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.25 დოლარამდე დაიკლოს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი მოიმატებს მოსალოდნელი 0.33 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი მომატების შემდეგ 56 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი კრიპტოვალუტა კურსის ზრდას განაგრძობს მოსალოდნელი დონე 65 დოლარი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენციები აშკარად შეინიშნება კურსის კლების დროს ლაიტკოინის ფასის შემცირება 47 დოლარზეა მოსალოდნელი.

ამჟამად, ალტკოინის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ი ცდილობს 120-სა და 140 დოლარს შორის დიაპაზონის შენარჩუნებას. თუკი კრიპტოვალუტა 140 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 157 და 163 დოლარია.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ალტკოინის ფასი 186-სა და 239 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუმცა, თუ ციფრული ვალუტის კურსი დაეცა მოსალოდნელი დონე 105-სა და 116 დოლარს შორის არის.

ექსპერტები ტრეიდერებს ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი