მარშალის კუნძულების მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა სტარტაპ Neema-სთან პარტნიორობით შეიქმნება

    მარშალის კუნძულების მთავრობა ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა ისრაელში დაფუძნებულ სტარტაპ Neema-სთან პარტნიორობით შეიქმნება.

    ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

    მიუხედავად იმისა, რომ Sovereign-ის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, ისრაელში დაფუძნებული მედია საშუალება Times-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მარეგულირებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბანკებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ. მარეგულირებლები მთავარ საფრთხედ კი ფულის გათეთრებას ასახელებენ.

    სტარტაპ Neema-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბარაკ ბენ ეზერმა აღნიშნა, რომ ისინი წარმოადგენენ ციფრული ვალუტის თავდაპირველ მონეტარულ შეთავაზებას.

    “ციფრული ვალუტის გამოშვება მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა დაინტერესებული მხარე დარწმუნებული იქნება Sovereign-ის უსაფრთხოებაში”,- განაცხადა Neema-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

    შეგახსენებთ, რომ მარშალის კუნძულები აშშ-სთან ასოცირებული სახელმწიფოა. ასოცირებული სახელმწიფო კი თავის მხრივ ნიშნავს ისეთ სახელმწიფო მოწყობას, როდესაც შედარებით პატარა სახელმწიფო საკუთარი სახელისუფლებო უფლებამოსილების მნიშვნელოვან ნაწილს ანდობს დიდ სახელმწიფოს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *