საფრანგეთის მარეგულირებელმა შესაძლოა, ანონიმური კრიპტოვალუტებით ვაჭრობა აკრძალოს

0
1826

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ვოერტი აცხადებს, რომ ანონიმური კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს.

ერიკ ვოერტმა მედიასთან ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია კრიპტო აქტივებისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

“კარგი იქნებოდა, თუკი სათანადო წინადადების შემოთავაზება მოხდება, რომელიც ანონიმურ ციფრულ ვალუტებს აკრძალავს. ეს არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული კრიპტოვალუტები მაგალითად, როგორიც არის Monero, PIVX, DeepOnion, Zcash-ი და არის ანონიმური. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, დაჩქარდეს მარეგულირებელი წესების შემოღება”, -განაცხადა ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, ვოერტი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე საუბრობს, რომელთა შორის არის თაღლითობა, გადასახადების გადაუხდელობა, ფულის გათეთრება და მაინინგის დროს ჭარბი ენერგომოხმარება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ფრანგულმა საფონდო ბირჟების ზედამხედველმა, ფინანსური ბაზრის მარეგულირებელმა, ოთხ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ვებ-გვერდი დაბლოკა.

ვებ-საიტების გაუქმების მიზეზი არასანქცირებული საინვესტიციო შეთავაზება გახდა. მარეგულირებლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დაახლოებით ცხრა კომპანია მარეგულირებლის თანხმობის გარეშე ფუნქციონირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი