3 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1623

კვირას, 3 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად დაბალ კურსზე არცერთი კრიპტოვალუტა არ დაფიქსირებულა. ზოგადად, კრიპტოვალუტებს შორის კურსის მაქსიმალური შემცირება მხოლოდ 5%-ზე დაფიქსირდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 3.850 დოლარამდე ჩამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის კურსი დაახლოებით 0.46%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე ადგილს. ამჟამად, ეთერიუმის კურსი დაახლოებით 1.07%-ით არის შემცირებული. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული კი 131 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება 7.5%-ით შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა კლება 143 დოლარიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 129.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი