გერმანიის მთავრობის პოლიტიკა Blockchain-ის შესახებ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი

0
1825

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის შუა პერიოდში ქვეყნის Blockchain პოლიტიკა გაცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ fintech-თან დაკავშირებული კანონმდებლობა ამჟამად, მხოლოდ ევროპის ხუთი წევრი სახელმწიფოს მიერ არის საჯაროდ ცნობილი. ეს ქვეყნებია: დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, Blockchain სტრატეგიის შემუშავებამდე მთავრობის წევრები გაივლიან კონსულტაციებს. როგორც ცნობილია, სტრატეგია ფინანსთა და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებმა უნდა მოამზადონ.

ამ თვის დასაწყისში, “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობის წევრებმა საკონსულტაციო კომპანიებთან და ინდუსტრიული ჯგუფებთან დაიწყეს თანამშრომლობა.

თანამშრომლობის მიზანი კი მხოლოდ ერთია, ქვეყნაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარება.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპის Blockchain-ის პარტნიორობას სექტემბერში შეუერთდა.

“იტალიას პარტნიორობაში შესვლა საშუალებას მისცემს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში საკუთარი გზა განსაზღვროს”,- აღნიშნული ფრაზა იტალიიის ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის, რომელიც მან პარტნიორობაში შესვლამდე განაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი