სტივ ვოზნიაკი: ბიტკოინი საყოველთაო ეკონომიკური ღირებულებაა

0
1919

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინის შესახებ განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ისეთი რამ, რაც საყოველთაოდ ღირებულია.

ამის შესახებ სტივ ვოზნიაკმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა.

როდესაც Bloomberg-ის ჟურნალისტმა ვოზნიაკს ჰკითხა ელოდება, თუ არა რომ ბიტკოინი მომავალში მსოფლიო ვალუტა გახდება მან უპასუხა:

“ჩვენ ვნახეთ ზოგადად კრიპტოვალუტის მასიური დაცემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არის საყოველთაო ეკონომიკური ღირებულება”.

Apple-ის თანადამფუძნებელმა განმარტა, რომ ის როგორც ინვესტორი არ არის ბიტკოინის ყიდვით დაინტერესებული. მისთვის ციფრული ვალუტა ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ შვედეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ პირვალად ბიტკოინები მაშინ იყიდა, როდესაც ციფრული ვალუტის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარს წარმოადგენდა.

ვოზნიაკის თქმით, ყიდვის მიზანი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ის იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტით გადახდას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესძლებდა.

სტივ ვოზნიაკი შესაძლოა, კრიპტოვალუტის აქტიური გულშემატკივარი არ არის, თუმცა ის ციფრული ვალუტის მიმართ ყოველთვის პოზიტიურად არის განწყობილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი