გუშინ ალტკოინების ბაზარი რყევებს განიცდიდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების მატება და ამის შემდეგ მკვეთრი ვარდნა. ამ ეტაპზე კი ციფრული ვალუტების კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
24 თებერვალს რიპლიზე ვაჭრობა 0.33 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 0.34 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.29 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.30 დოლარზე დაიხურა.
ანალიტიკოსები პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში რიპლის 0.40 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის კურსი 0.34 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის გამყარების შემდეგ ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.
რაც შეეხება ლაიტკოინს: ამ ეტაპზე ლაიტკოინის კაპიტალიზაცია 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. გუშინ კი ალტკოინზე ვაჭრობა 51 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 53 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი 44 დოლარზე დაიხურა ვაჭრობა.
ანალიტიკოსები უკვე კვირეებია, რაც ლაიტკოინის ფასის მატებას პროგნოზირებენ. მათი პოზიტიური პროგნოზი გამართლდა, თუმცა ბაზარი ამ ეტაპზე არასტაბილურია.
ამჟამად, ლაიტკოინის ფასი 4.81%-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ კურსი კი 47 დოლარის ფარგლებში მერყეობს.