სეულის მთავრობა Blockchain-ისა და fintech-ის განვითარებაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

0
1569

სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Blockchain ტექნოლოგიასა და fintech სტარტაპში ერთ მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა Blockchain-ის მიმართ პოზიტიური განწყობით გამოირჩევა.

განცხადების თანახმად, სეულის მთავრობა “ინოვაციური ფონდის” გამოყენებას სტარტაპების დაფინანსებისთვის გეგმავს.

უნდა აღინიშნოს, რომ სეულის “ინოვაციური ფონდი” გასული წლის დასაწყისში დაარსდა. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს დედაქალაქში Blockchain ტექნოლოგიისა და fintech-ის განვითარებას.

“ინოვაციური ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელება იქნება გადამწყვეტი მამოძრავებელი ძალა ინოვაციური საწარმოო კომპანიების ზრდისთვის. ჩვენ კი ვაპირებთ, რომ უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ტექნოლოგიურ პროექტებში. საბოლოოდ კი ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულყოფილი და მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემა”,- განაცხადა სეულის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯო ინდოგმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციაზე მუშაობდა. მარეგულირებელის თქმით, საკანონმდებლო დონეზე Blockchain-ისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობა დამუშავების პროცესში იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი