ანალიტიკოსები რიპლის ფასის ზრდას პროგნოზირებენ

0
2020

გუშინ ალტკოინების ფასი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

19 თებერვალს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 144 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 150 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 142 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 143 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 163 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 116 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მყოფ რიპლის: გუშინ რიპლიზე ვაჭრობა 0.32 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 0.24 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.32 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს 0.32 დოლარზევე დაიხურა ვაჭრობაც.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში რიპლის მოსალოდნელი დონე 0.40 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 0.24 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათი პოზიტიური პროგნოზი გამართლდება და ფასი მოიმატებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი