ინდონეზიამ ახალი კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ბიტკოინს როგორც სავაჭრო საქონელს ისე, აღიარებს.
ამის შესაზებ ინფორმაციას აზიის საინფორმაციო გამოშვება KrASIA-ი ავრცელებს.
ინდონეზიის მარეგულირებელმა სააგენტომ თავდაპირველად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრიპტოვალუტას ლეგალური ვაჭრობის საგნად განიხილავდა.
სააგენტოს განცხადებით, ინდონეზიის მთავრობა მალე გამოსცემს შესაბამის კანონმდებლობას საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
კრიპტოვალუტის განხილვა, როგორც სავაჭრო საქონელისა, ციფრული ვალუტის კომპანიებს გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს. უფრო კონკრეტულად, უნდა მოხდეს რისკის შეფასება, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურების უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩართვა.
მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობის დანერგვასთან ერთად, სააგენტოს სურს უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა. მარეგულირებლის მთავარი მიზანი ინვესტორების თაღლითური გარიგებებისგან დაცვაა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ჯერ კიდევ ივნისში გახადა ლეგალური.
ბაზრის ზედამხედველობისა და განვითარების ბიუროს ხელმძღვანელის, დარმა იოგას განცხადებით, კრიპტოვალუტის ვაჭრობისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭება ციფრული ვალუტის 4 თვიანი შესწავლის შემდეგ გადაწყდა.