რუსეთის იუსტიციის სამინისტრო კრიპტოვალუტის სამართლებრივ განსაზღვრას არ ჩქარობს

0
1625

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კონცეფციის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდერ კონოვალოვმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის სტატუსი ჯერ არ განისაზღვრება, თუმცა ისიც დაამატა, რომ კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდად გამოყენება რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით აკრძალულია.

კონსტიტუცია და ამჟამინდელი საფინანსო სისტემის კანონმდებლობა რუსეთში კატეგორიულად კრძალავს ციფრული ვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს 75-ე მუხლით იკრძალება.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა შესაძლოა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ციფრულ აქტივად განისაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარლამენტმა 2018 წლის მაისში პირველი მოსმენით მიიღო კანონი ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ. თუმცა, შემოდგომაზე ტერმინოლოგია შეიცვალა და მას “ციფრული უფლებები” ეწოდა. რაც შეეხება მაინინგს, ის კანონიდან საერთოდ ამოიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი კრიტიკულად შეფასდა კრიპტო ინდუსტრიის მიერ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი