ჰაკერების თავდასხმის შემდეგ Cryptopia მუშაობას ანახლებს

0
1678

ახალი ზელანდიის პოლიციამ განაცხადა, რომ ახლახანს დაჰაკული კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia მზად არის მომსახურების განახლებისთვის.

დეტექტივ-ინსპექტორმა გრეგ მარტონმა აღნიშნა, რომ კრიპტობირჟაზე განსხორციელებულ თავდასხმას მაღალტექნოლოგიური დანაშაულის ჯგუფი იძიებდა.

ინსპექტორმა უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია კრიპტობირჟიდან მოპარული ფულის ოდენობის შესახებ. დღესდღეობით კი ცნობილია, რომ ბირჟიდან 16.1 მილიონ დოლარზე მეტია მოპარული.

ჰაკერების თავდასხმის 15 იანვარს დაიწყო და როგოც ცნობილია, მინიმუმ რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის პოლიციამ უკვე განაცხადა, Cryptopia-ს ოპერაციების აღდგენის შესახებ ბირჟას მუშაობა ჯერ არ დაუწყია.

როგორც New Zealand Herald-ი იტყობინება, Cryptopia-ს დამფუძნებლები არ პასუხობენ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როდის განაახლებს ბირჟა სრულფასოვან მუშაობას. ამასთანავე, კრიპტოვალუტის ბირჟის სოციალური მედიის გვერდები კვლავ პასიურია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟის სოციალური ქსელი 28 იანვრიდან მოყოლებული დღემდე არ განახლებულა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის პოლიციამ ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia-ზე ჰაკერების თავდასხმის შესახებ 15 იანვარს განაცხადა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბირჟიდან 3.6 მილიონი დოლარი იყო მოპარული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი