კომპანია Finablr-ი რიპლის RippleNet Blockchain ქსელში ერთვება

0
2434

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Finablr-ი, რომელიც არის გლობალური გადახდის პლატფორმა და უცხოური ბირჟის ოპერატორი რიპლის RippleNet Blockchain ქსელს გამოიყენებს.

ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

კომპანიის ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ბირჟისა და გადახდის პლატფორმა Unimoni, რომელიც, თავის მხრივ, რიპლის RippleNet Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს. ეს სისტემა კი გადარიცხვებს უფრო მეტად დააჩქარებს.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მომავალში სხვა ქვეყნებში მომსახურების გაფართოებას გეგმავს.

პრესრელიზის თანახმად, პირველი პარტნიორი ტაილანდური ბანკი Siam Commercial Bank-ია, რომლის საშუალებითაც არაბეთის გაერთიანებული საექსპორტო ბაზრების მონაწილეები და Unimoni-ის მომხმარებლები ტრანზაქციებს განახორციელებენ.

ბანკი RippleNet-თან ერთად 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს.

კომპანიის სამხრეთ და შუა აზიისა და აფრიკის ჩრდილოეთის ფილიალის მმართველმა ნავინ გუპტამ განაცხადა, რომ Blockchain ქსელში 100-ზე მეტი წევრია. მათ შორის კი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც არიან. მისი თქმით, ახალი პარტნიორობა საამიროების ფილიალს მეტ ეფექტურობას შესძენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი