იტალიის საკანონმდებლო ორგანომ Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო

0
2004

იტალიის წარმომადგენელთა პალატამ კანონი დაამტკიცა ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. კანონი, რა თქმა უნდა, Blockchain ტექნოლოგიასაც ეხება.

კანონის მიღებას 275 ადამიანი დაეთანხმა. ამ ეტაპზე კი უკვე საჭიროა კონკრეტული ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრა. საუბარი ეხება “ჭკვიანი კონტრაქტების” სამართლებრივ მოქმედებას.

იტალიის პარლამენტის წევრმა მარია ლაურა მანტოვანიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა ონლაინ ხმის მიცემის სისტემას ითვალისწინებს.

თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ მსგავსი სისტემების დანერგვა ამ დრომდე საკმაოდ ძნელია. ამიტომ მისი პარტია ეძებს მკვლევარს, რომელიც დაამტკიცებს მაგალითად, კენჭისყრის დროს Blockchain-ის ეფექტურ მუშაობას.

აღსანიშავია, რომ იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის საკანონმდებლო ორგანო Blockchain-თან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში იტალიის მთავრობამ 30-მდე მაღალი დონის Blockchain ტექნოლოგიის ექსპერტის სია გამოაქვეყნა. ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს საკითხზე, რათა გააძლიეროს სახელმწიფო დონეზე Blockchain ტექნოლოგიის ინტეგრაცია და შემდგომი განვითარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი