სამხრეთ კორეის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია Blockchain-ის დანერგვას გეგმავს

0
1824

სამხრეთ კორეის კონსერვატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, Liberty Korea Party-მ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას რამდენიმე მიმართულებით აპირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რაოდენობით რიგით მეორე პარტიაა. Blockchain-ის დანერგვით პარტია გეგმავს ღია, დემოკრატიულ, ახალ ციფრულ ეპოქაში შესვლას. ინიციატივა მიზნად ისახავს ინფორმაციის გამჭვირვალობის გაზრდასა და ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც პარტიის წევრები ისე, მოქალაქეები.

პრესრელიზში ნათქვამია:

“Blockchain-ი მე-4 სამრეწველო რევოლუციის ერთ-ერთ ძირითად ტექნოლოგიად მიიჩნევა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები ერთმანეთს გაუზიარონ და ამასთანავე, უსაფრთხოების გარანტიაც მიიღონ.

Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა ოთხი ძირითადი მიმართულებით მოხდება. ეს კი გულისხმობს შემდეგს: Blockchain-ზე ცენტრალური და ადგილობრივი პარტიის წევრების შეხვედრების შედეგების ჩაიწერას. ამასთანავე, პარტიის წევრების საქმიანობის შესრულების ხარისხის და შეფასების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

პროექტის მესამე ნაწილი ტექნოლოგიის არჩევნებში გამოყენებას ითვალისწინებს. ეს კი ამომრჩევლისთვის ანონიმურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია იქნება.

მეოთხე ნაწილი კი ადმინისტრაციულ სექტორში Blockchain-ის დანერგვას გულისხმობს”.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ახლახანს დაიწყო Blockchain-ის ტექნიკური პოტენციალის კვლევა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის ივლისში სამხრეთ სეულში ადმინისტრაციულმა ოლქმა Blockchain-ზე დაფუძნებული “წინადადებათა შეფასების სისტემა” შექმნა, რომლის მიზანიც არსებული შეფასების პროცესებისა და ადმინისტრაციული პროცედურების სამართლიანობის ხარისხის გაუმჯობესება არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი