სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ICO-სთან დაკავშირებით არსებულ პოზიციას ინარჩუნებს

0
1975

სამხრეთ კორეა პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) მიმართ პოზიციას არ ცვლის.

ამის შესახებ ფინანსური მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი. ქვეყანაში ICO კვლავ იკრძალება.

2018 წლის სექტემბრიდან დაწყებული კვლევების შედეგების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ ICO-ს კომპანიები სამხრეთ კორეული არ არის, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს მაინც აქვთ ამ კომპნიებთან გარკვეული კავშირები.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ სინგაპური და შვეიცარია არის ყველაზე პოპულარული ადგილები ICO-ს კომპანიების განსავითარებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს კრიპტოვალუტის ბაზრის რყევამ ICO-ზე არცთუ პოზიტიური გავლენა მოახდინა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეის პოლიტიკას, სახელმწიფომ ICO-თი ვაჭრობა 2017 წლის სექტემბერში აკრძალა. მიზეზად არასტაბილური ბაზარი და მაღალი რისკები დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ მთავრობას მოუწოდა, რომ ICO-ს რეგულაციებისთვის გზა გაეხსნა.

ამასთან დაკავშირებით დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა დაუშვას ICO-ს ოპერაციები ქვეყანაში, რადგან აკრძალვა არ არის გამოსავალი. მინ ბაინგ-დო აღნიშნავდა, რომ ICO-ს აკრძალვა აშშ-სთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის შესუსტებას გამოიწვევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი