სამხრეთ კორეის კრიპტობირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან

0
2014

სამხრეთ კორეის ოთხი მსხვილი ციფრული ვალუტის ბირჟის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტობირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფს შეუერთდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას The Korea Herald-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო გამოშვების Yonhap-ის ინფორმაციის მიხედვით კი Bithumb-მა, Upbit-მა, Korbit-მა და Coinone-მა ცხელი ხაზი აამუშავეს. ცხელი ხაზის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ.

მეორე მხრივ, კი მომხმარებელს თაღლითური გარიგების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, რის შემდეგაც შესაბამისი უწყებები საჭირო ზომებს მიიღებენ.

ერთ-ერთი ოპერატორის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, ბირჟები ამგვარად შეძლებენ დაუყოვნებლივ შეამოწმონ საეჭვო გადარიცხვები და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკონ ეჭვმიტანილი.

აღსანიშნავია, რომ იანვრის დასაწყისში სამხრეთ კორეის შემოწმებული 21 კრიპტობირჟიდან შვიდი სრულად აკმაყოფილებდა მარეგულირებლის მოთხოვნებს.

აუდიტის დროს, რომელიც მიმდინარეობდა სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, Bithumb-მა, Coinone-მა და Korbit-მა ოთხ სხვა მსხვილ ბირჟასთან ერთად მარეგულირებლის სტანდარტები სრულად დააკმაყოფილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი