ევროპის ცენტრალური ბანკი: ციფრული ვალუტა ევროკავშირში მეტნაკლებათ აინტერესებთ

0
3879

ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოვალუტის მიმართ ისეთ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ, როგორსაც საზოგადოება.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი არ ხედავს ბანკების მხრიდან “კრიპტოვალუტის ფლობის მნიშვნელობის აღნიშნვას”.

“სინამდვილეში, ევროკავშირის ფარგლებში მომუშავე საკრედიტო ინსტიტუტებს საშუალო ინტერესი აქვთ ციფრული ვალუტის მიმართ”. -აღნიშნა მარიო დრაგიმ.

თუმცა, მან მიუთითა იმაზე, რომ ბაზარზე ბოლოდროინდელი ბიტკოინ Futures-ის კონტრაქტების განვითარებამ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მზარდი ინტერესი გამოიწვია.

მარიო დრაგიმ ბანკები გააფრთხილა, რომ ციფრული ვალუტის ფლობისას კურსის ცვლილებისა და რისკების გათვალისწინება აუცილებელია.

დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს არ გააჩნია უფლებამოსილება კრიპტოვალუტის დარეგულირების. მაგრამ, დრაგიმ იქვე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის პოტენციური ზემოქმედების შესწავლა ერთიანი სამეთვალყურეო მექანიზმის მეშვეობით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟები Bitstamp-ი და HitBTC-ი საქმიანობს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორივე ბირჟის ვაჭრობის მოცულობამ ერთად 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი