ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1228

ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა 24 საათის განმავლობაში Stellar-ის ფასმა 0.30%-ით დაიკლო.

გუშინ Stellar-ზე ვაჭრობა 0.102370 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.102665 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.101222 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 0.102210 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ Stellar-ის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 0.09285498 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ და ისე განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები.

რაც შეეხება Bitcoin SV-ის: დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ალტკოინის ფასი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ Bitcoin SV-ზე ვაჭრობა 75 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. ყველაზე დაბალი ფასი 74 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი ასევე 74 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვეაში, თუ Bitcoin SV-ის კურსი დაეცემა მოსალოდნელი დონე ჯერ 72 დოლარი, ხოლო შემდეგ 65 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი