ბიტკოინის ელექტრონული საფულე Xapo ჰონგ-კონგიდან შვეიცარიაში გადადის.
ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარული მედია საშუალება Swissinfo ავრცელებს.
ციურიხში მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას Xapo-ს პრეზიდენტმა ტედ როჯერსმა განაცხადა, რომ გადასვლის ძირითადი მიზეზი შედარებით უკეთეს მარეგულირებელ გარემოს უკავშირდება.
Xapo-ს პრეზიდენტის თქმით, ჰონგ-კონგი ერთი შეხედვით ლიბერალური ჩანდა კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ, თუმცა იურისდიქცია ნელ-ნელა უფრო გაუმჭვირვალე ხდებოდა.
როჯერსმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის განიხილავდა შვეიცარიაში ბიზნეს საქმიანობას, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასთან და ციფრულ ვალუტასთან იქნებოდა დაკავშირებული. Xapo-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შვეცარიის მარეგულირებელი სტრუქტურა გაცილებით დახვეწილია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს აქტუალური გახდა კრიპტოვალუტის კომპანიების ევროპაში გადასვლის საკითხი.
ჯერ კიდევ შარშან Binance-მა იაპონიის მარეგულირებელი სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო მალტაზე გადაწყვიტა გადასვლა.
2018 წლის მარტში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Bitfinex-ი ბიზნესის გადატანს შვეიცარიაში, ქალაქ ცუგში გეგმავდა.