რუმინეთი კრიპტოვალუტას გადასახადს უწესებს

0
1970

რუმინეთმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საგადასახადო კანონმდებლობა შეცვალა. ახალი კანონის თანახმად, ბიტკოინში ინვესტიცია 10%-ით დაიბეგრება.

ადგილობრივი ბიზნეს მედიის Ziarul Financiar-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც 200 რუმინული რონის ქვემოთ იქნება, რაც დაახლოებით 50 დოლარის ტოლფასია, არ დაიბეგრება. თუმცა კრიპტოვალუტით გამომუშავებულ შემოსავალზე ინვესტორები მოგების 10%-ს გადაიხდიან. წლიურად კი ეს თანხა დაახლოებით 600 რონს შეადგენს.

ანდრიანა ბენტამ, რომელიც არის საგადასახადო კონსულტანტი, გამოცემას განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის ახალი საგადასახადო კანონმდებლობა სამართლიანია.

ციფრული ვალუტიდან მიღებული მოგების დაბეგვრა რეგულაციის ერთ-ერთი სახეა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ბანკომატები რუმინეთში 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდა, 2017 წელს ქვეყნის მეწარმეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ილან ლაუფერმა გამოთქვა იმედი ციფრულ ვალუტის განვითარების შესახებ და განაცხადა, რომ კრიპტოსივრცე უნდა დარეგულირდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში პოლონეთის კრიპტოვალუტის მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის დაბეგვრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადება ახალი კანონპროექტის შემუშავებას ეხებოდა, რომელიც კრიპტოვალუტისა და მაინინგის დაბეგვრას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი