კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსს მკვეთრი ცვლილებები არ განუცდია. დაფიქსირდა მხოლოდ ფასის კლებისა და მატების მცირე მაჩვენებლები.
ბიტკოინი
ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის არასტაბილურობა შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსები კონკრეტულ პროგნოზს მაინც ვერ აკეთებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 3.473 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტის კურსი კლების ტენდენციას განაგრძობს შესაძლოა, ბიტკოინის ფასის ნიშნული 3.236 დოლარზეც კი დაფიქსირდეს.
კურსის ზრდის შემთხვევაში კი კრიპტოვალუტის ფასი მოსალოდნელია, რომ 4.000 დოლარზე აღმოჩნდეს. თუ ფასმა უფრო მოიმატა მაშინ 4.255 დოლარის მაჩვენებელიც არ არის გამორიცხული.
ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას. მანამ სანამ, ფასი არ გაიზრდება იქამდე ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.
რიპლი
რიპლის კურსი კვლავ 0.33 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი ალტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.28 დოლარამდე დაიკლოს.
კლების ტენდენციის შეცვლის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც რიპლის ფასი 0.40 დოლარს მიაღწევს.
დღესდღეობით არსებული ფასების კონფიგურაციით ანალიტიკოსები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. ამიტომ ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.
ეთერიუმი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი ზრდას განიცდიდა ფასი მაინც 120 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი შემცირდება მოსალოდნელი დონე 116 დოლარი იქნება, ხოლო თუ ალტკოინის კურსი კიდევ შემცირდა მაშინ ეთერიუმის ფასი 100 დოლარამდე ჩამოვა.
თუკი ეს პროგნოზი არ გამართლდა და ეთერიუმის კურსმა ზრდა დაიწყო მოსალოდნელი დონე ჯერ 140 შემდეგ კი, 167 დოლარია.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის კურსი კვირის განმავლობაში 126-დან 133 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი კრიპტოვალუტის კურსი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 121 დოლარია, ხოლო კლების ტენდენცია თუ გაგრძელდება შესაძლოა, ალტკოინის კურსი ჯერ 100-ზე შემდეგ კი, 73 დოლარზეც კი დაეცეს.
თუმცა არსებობს ფასის ზრდის შესაძლებლობაც. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 177 დოლარია.
ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.
ლაიტკოინი
ლაიტკოინის კურსი 32 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
ფასის კლების შემთხვევაში ალტკოინის კურსი მოსალოდნელია, რომ 36 დოლარამდე გაიზარდოს. ამის შემდეგ კი, თუკი ლაიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს შესაძლოა, კრიპტოვალუტამ 40 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
ფასის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 29-დან 27 დოლარამდე შემცირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასმა კლების ტენდენცია განაგრძო შესაძლოა, კურსი 23 დოლარზეც კი დაეცეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის შეწყვეტას 27.5 დოლარაზე ურჩევენ.