ესპანეთის მარეგულირებელი არალიცენზირებულ კრიპტო კომპანიებს აფრთხილებს

0
2033

ესპანეთის ეროვნული ფასიანი ქაღალდების ბაზარის კომისიამ 23 არასანქცირებული უცხოური ბირჟა და ასევე კრიპტო კომპანიები სიაში შეიყვანა. მარეგულირებლის სიაში მოხვედრა კი ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები კონკრეტული დარღვევებისთვის მომავალში ოფიციალურად გაფრთხილებულები იქნებიან.

სიაში მოხვდა Blonde Bear OÜ. ასევე მას მოიხსენიებენ, როგორც Black Parrot-ი. Black Parrot-ი უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟაა, თუმცა ესპანეთში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზია არ აქვს.

გაფრთხილებას მიიღებს პოლონური კომპანია, რომელსაც ლიცენზია პოლონეთის მარეგულირებლის მიერაც არ აქვს მინიჭებული.

მარეგულირებლის გაფრთხილების სიაში შეტანილი კიდევ ერთი კომპანია Dax300 არის. კომპანია ასევე ცნობილია, როგორც Brown Fox-ი. მსგავსად დანარჩენებისა, Dax300-საც არ აქვს ლიცენზია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ესპანეთი იყო იმ შვიდ ქვეყანას შორის, რომელმაც ხელი მოაწერა ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ დეკლარაციას. დეკლარაციამ ევროპის რეგიონში ლეჯერ ტექნოლოგიების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.

ამასთანავე, 2018 წლის დეკემბერში ესპანეთის განახლებადი ენერგიის კომპანიამ ACCIONA Energia-მა განაცხადა, რომ Blockchain-ის გამოყენებას ელექტროენერგიის წარმოებაში გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი