შაბათ-კვირას დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1895

შაბათ-კვირას ციფრული ვალუტების ფასები შემცირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიტკოინის კურსი, რომელიც 4.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

12 დეკემბერის ბიტკოინის ფასი 3.665 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა დილას ბიტკოინზე ვაჭრობა უფრო მაღალ ნიშნულზე, 3.686 დოლარზე გაიხსნა.

კვირას კი ბიტკოინის კურსი კიდევ უფრო შემცირდა. ციფრული ვალუტის ფასის ნიშნული 3.600 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდა. ბიტკოინის კურსმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2% დაკარგა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ კი 3.568 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რიპლის: შაბათს რიპლის კურსი ერთი პროცენტით იყო შემცირებული და 0.33 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კვირას კი კურსმა 2%-ით დაიკლო და 0.32 დოლარის ფარგლებში მოექცა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, შაბათს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 122.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კვირას დღეს კი ციფრული ვალუტების ბაზარი უფრო მეტად შემცირდა. შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაციამაც მნიშვნელოვნად დაიკლო. 13 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი