ვაშინგტონის დაგლასის ოლქში Blockchain ინოვაციების კამპუსი აშენდება

0
3049

ცენტრალური ვაშინგტონის შტატში მდებარე დაგლასის ოლქის ადგილობრივი ოფიციალური პირები Blockchain ინოვაციების კამპუსის აშენებას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიური გაზეთი The Seattle Times-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ოლქი კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიაში უკვე ჩართულია. ციფრული ვალუტის მაინინგის ცენტრებისთვის დაგლასის ოლქში ოპერირება იაფი ელექტროენერგის გამო ხელსაყრელია. თუმცა ოლქში მაინინგის ბუმი კრიპტოვალუტის ბაზრის კრიზისის შემდეგ მინელდა.

Seattle Times-ი წერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ Blockchain ტექნოლოგიას ინდუსტრიის არასტაბილურების შემცირება შეუძლია. სტატიაში მოყვანილია დაგლასის ოლქის პორტის აღმასრულებელი დირექტორის ლაიზა პარკერის სიტყები:

“კრიპტოვალუტა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფასის ზრდა და შემცირება”.

დაგლასის ოლქის ვაჭრობის დეპარტამენტი 50.000 დოლარის გრანტს Blockchain-ის ინოვაციური კამპუსის ასაშენებლად გამოჰყოფს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონის ყველა ოლქი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ერთნაირად კეთილგანწყობილი არ არის. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში, შელენის ოლქში მაინინგის ბიზნესში ჩართულ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ახალი ფასების სტრუქტურაზე მოუხდათ გადასვლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი