აშშ ენერგეტიკის სფეროში Blockchain-ის დანერგვის საკითხს იკვლევს

0
1716

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 4.8 მილიონი დოლარის დაფინანსებას ტექნოლოგიების კვლევას დაუთმობს. ტექნოლოგიების კვლევაში კი განსაკუთრებული ადგილი Blockchain-ს უჭირავს.

დაფინანსებისათვის განკუთვნილი პროექტები მოიცავს განვითარებადი ტექნოლოგიების კვლევას, როგორიცაა Blockchain-ი და დეცენტრალიზებული, peer-to-peer [P2P] ინტერნეტ პროტოკოლები.

შემუშავებული სისტემები გამოყენებული იქნება ენერგეტიკის სფეროში, რათა უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის ხარისხი გაიზარდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსება მხოლოდ 12-მა პროექტმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის განახლებადი ენერგიის კომპანია Acciona Energia Blockchain-ის გამოყენებას გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ Acciona Energia არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განახლებად ენერგიებზე მომუშავე კომპანია.

ასევე დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა დაახლოებით 3.5 მილიონ დოლარს დახარჯავდა, რათა Blockchain ტექნოლოგია ქვეყნის რიგით მეორე ყველაზე დასახლებულ ქალაქ ბაუსანის ელექტრო სისტემაში დანერგილიყო.

ერთი წლის წინ კი, ჩილეს ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებულ პროექტის განახორციელება დაანონსა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი