იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო უარყოფს გავრეცლებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააგენტო ბიტკოინის საინვესტიციო ფონდით დაინტერესდა.
Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იაპონიის მარეგულირებელი თანხმობას აცხადებდა ბიტკოინის საინვესტიციო ფონდისთვის კონკრეტულ საქმიანობის დაწყებაზე ნება დაერთო.
თუმცა მარეგულირებელმა უარყო Bloomberg-ის ინფორმაცია.
“ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსწავლობთ ბიტკოინის საინვესტიციო ფონდის საკითხს”,- განაცხადეს იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოში.
სააგენტოსთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ახალი ამბავი, რომ თანამშრომლების განცხადების მიხედვით, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ Bloomberg-მა რის საფუძველზე დაყრდონით გააჟღერა ეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფინანსური მომსახურების სააგენტო კროპტოვალუტის სამართლებრივ სტატუსზე მუშაობდა. საბოლოოდ, მთავრობამ კრიპტოვალუტა ლეგალურ ციფრულ აქტივად სცნო.
ამის შემდეგ კი, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ მრჩეველთა პანელზე წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გარკვეული დაბნეულობების თავიდან აცილების მიზნით ტერმინის “ვირტუალური ვალუტის” შეცვლას ითხოვდა.