Ethereum Foundation-მა განაცხადა, რომ 5 მილიონი აშშ დოლარის გრანტს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანიას Parity Technologies-ს გადასცემს.
Ethereum Foundation-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, გრანტი Parity Technologies-ს დაეხმარება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში განმარტებულია, რომ დაფინანსება კომპანიას გადაეცემა რამდენიმე დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ.
Ethereum Foundation-ის კლიენტებისთვის Parity Technologies-ი საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელიც Blockchain-ის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ Ethereum Foundation-ი Blockchain-ს განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევს. ცოტა ხნის წინ, ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი Ethereum Foundation-ი იყო.
ამასთანავე, კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ეთერიუმის პლატფორმის განვითარებას. Ethereum Foundation-ისთვის ასევე მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა და პრობლემის ანალიზი.
ეს ყველაფერი კი მიმართულია იმისკენ, რომ მომავალში განვითარდეს დეცენტრალიზებული აპლიკაციები. ეს კი, თავის მხრივ, გლობალური მასშტაბით მეტად ხელმისაწვდომი, უფასო და უფრო საიმედო ინტერნეტის შესაძლებლობას იძლევა.