ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა იარ ბოლსონარომ, რომელიც ოფიციალურად ერთი კვირის წინ შეუდგა საქმიანობას, გააკრიტიკა პროექტი, რომლის თანახმად, ბრაზილიის ეთნიკურად ინდიელი მოქალაქეებისთვის ციფრული ვალუტა უნდა შექმნილიყო. ამ ეთნიკურ ჯგუფში შემავალი ადამიანთა პროცენტული რაოდენობა ბრაზლიის მთლიანი მოსახლეობის 0.6%-ს შეადგენს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი მთავრობის მიერ უკვე გაუქმდა.
ადგილობრივი ყოველდღიური გაზეთის Estadao-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაბინეტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრაზილიის წინა პრეზიდენტმა აღნიშნულ პროექტს ხელი მოაწერა. პროექტი Fluminense-ის უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე უნდა განხორციელებულიყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 11.7 მილიონი დოლარი გამოიყო.
კონტრაქტი ადგილობრივ კრიპტო პლატფორმასთან Portal do Bitcoin-თან დაიდო. გამოყოფილი ბიუჯეტში გარდა კრიპტოვალუტის შექმნისა, ციფრული ვალუტასთან დაკავშირებული საკითხების კვლევაც შედიოდა.
როგორც ბრაზილიური მედია წერს, 3 იანვარს მთავრობამ პროექტი შეაჩერა, რადგან ხელშეკრულება არასწორად იყო დადებული და აკლდა ტექნიკური ანალიზი.
სავარაუდოდ იურიდიული სატენდერო პროცესის ნაცვლად ხელშეკრულება პირდაპირ გაფორმდა ინდიელი ეთნიკური ჯგუფის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო ორგანიზაციასა და უნივერისტეტს შორის. თუმცა მთავრობას მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დამტკიცება ზედმეტი ხარჯის გარეშე მოხდა.