ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისია არ არის მზად პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) რეგულაცია დაუწესოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგულაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო გაცხადებული.
რეგულაციის შესახებ არსებულ ინსტრუქციის პროექტში მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ICO-ი შესაძლოა, კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მონეტარული შეთავაზების ამ სახით კლასიფიცირება მოხდება კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ კომისიასთან.
ფასიანი ქაღალდების კომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტოკენები ერთი წლის განმავლობაში გადაეცემა 20-ზე ნაკლებ ადამიანს, ასევე ბანკებს და საინვესტიციო კომპანიებს.
კითხვაზე, თუ რატომ არის ICO-ს რეგულაციის აუცილებლობა და არა მაგალითადად, ჩინეთის მსგავსად აკრძალვა ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ ემილ აქვინომ უპასუხა, რომ ტექნოლოგიას თავისი უპირატესობები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ფილიპინების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 10 Blockchain და კრიპტო კომპანიისთვის ნება დაერთო კაგაიანის ეკონომიკურ ზონაში მოღვაწეობის დასაწყებად.
ივლისში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას ლიცენზია მიენიჭაა, რათა კაგაიანის ეკონომიკურ ზონაში საქმიანობა დაეწყოთ.