ქუვეითის ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილებისთვის რიპლის გამოიყენებს

0
1937

ქუვეითის ეროვნულმა ბანკმა RippleNet-ის Blockchain-ზე დაფუძნებული საზღვარგარეთის ფულადი გზავნილების სისტემა შექმნა.

ბანკი 1952 წელს დაარსდა და დღესდღეობით ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია ქუვეითში. ბანკის 2017 წლიური ანგარიშის მიხედვით, მთლიანი აქტივების მოცულობამ 86.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

RippleNet-ის Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემის შექმნა მიზნად ისახავს ფულადი გზავნილების დაჩქარებას.

დიმიტრიოს კოკოსიოულისმა, რომელიც არის ოპერაციების და ტექნოლოგიების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს თანხა წამებში გადარიცხონ. მან ასევე დაამატა, რომ სერვისი ხელმისაწვდომი იქნება იორდანიაშიც.

შეგახსენებთ, რომ ქუვეითის ეროვნული ბანკი პირველი არ არის, რომელიც RippleNet-ით საერთაშორისო ტრანზაქციებს განახორციელებს. ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაილანდის Siam ბანკს რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული ორი ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმა დაემატებოდა.

Bangkok Post-ის ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს Siam ბანკს ევროს და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საზღვარგარეთ გადარიცხვის სისტემა ექნებოდა, რომელიც აღჭურვილი იყო რიპლის ტექნოლოგიით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი