გუშინ ციფრული ვალუტების ფასები ოდნავ შემცირდა.
25 დეკემბერს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 183 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულიც. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 155 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 170 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 207 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 73 დოლარამდე დაიკლოს.
ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.
რაც შეეხება CoinMarketCap-ის სიაში რიგით მე-11 კრიპტოვალუტას, კარდანოს: გუშინ კარდანოზე ვაჭრობა 0.045675 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.039243 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 0.041511 დოლარზე დაიხურა.
ექსპერტები კარდანოზე ვაჭრობას, მსგავსად ბიტკოინ Cash-ისა, მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ.