ბიტკოინის კურსი კვლავ 3.800 დოლარის ფარგლებში მერყეობს

0
1611

Morgan Creek Digital Assets-ის დამფუძნებელმა ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ის ელოდებოდა ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენციას.

CNBC-სთან საუბრისას, პომპილიანომ აღნიშნა, რომ იმის მაგივრად, რომ ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარზე გამყარებულიყო კრიპტოვალუტის კურსი ისევ ქვემოთ დაეშვა.

ნოემბერში ციფრული ვალუტების ფასები მკვეთრად იყო შემცირებული. წინა კვირას კი ბიტკოინმა კვლავ მოახერხა 4.000 დოლარის ნიშნულის დაკავება, თუმცა ერთ დღეში ისევ 3.800 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

ბიტკოინის გარდა, უნდა აღინიშნოს, ბიტკოინ Cash-ისა და ეთერიუმის ფასის მატებაც.

ეთერიუმის კურსი 100 დოლარის ნიშნულს 18 დეკემბერს ასცდა. ამჟამად, კი კრიპტოვალუტის კურსი 123 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

18 დეკემბერსვე გაუმჯობესდა ბიტკოინ Cash-ის კურსიც. ამ დღეს ციფრულ ვალუტაზე ვაჭრობა 90 დოლარზე გაიხსნა და 105 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრიპტო და fintech კომპანია PricewaterhouseCoopers-ის ჰონგ-კონგის ფილიალის ხელმძღვანელმა ჰენრი არსლანიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში ბევრი ინსტიტუციონალური მოთამაშე შევა და ეს ფაქტი კრიპტოვალუტების ბაზარზე დადებითად იმოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი