2018 წელს ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 700 მილიარდით არის შემცირებული

0
1506

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბაზარმა რყევები განიცადა. დეკემბრის თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მხოლოდ წინა კვირას განიცადა კურსმა ზრდა და ფასი 4.000 დოლარის ზღვარს გადასცდა.

თუმცა, როგორც წესი ბიტკოინის კურსის შემცირებას სხვა ციფრული ვალუტების ფასების კლებაც მოჰყვება ხოლმე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე დაახლოებით 700 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ბაზარის ვარდნა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის NVIDIA-ს აქციების ღირებულებაზეც აისახა. NVIDIA ციფრული ვალუტის მაინინგისთვის საჭირო აპარატურას ამზადებს. ციფრული ვალუტების კურსის დაცემამ კი კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა შეამცირა.

ანალიტიკოსები ციფრული ვალუტების ფასების შემცირების ბევრ მიზეზს ასახელებენ. ამ მიზეზებს შორის არის ბირჟებზე ჰაკერების მომატებული თავდასხმის შემთხვევებიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 25 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 559 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2017 წლის ბოლოს ბიტკოინზე გაზრდილმა მოთხოვნამ მისი ფასის ზრდაც გამოიწვია. შედეგად, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ბიტკოინის კაპიტალიზაცია “მაკდონალდსის” კაპიტალიზაციასაც კი აჭარბებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი