აშშ-ს კანონმდებლებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ეხება ირანის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანქციების დაწესებას. სანქციებში ირანის ეროვნული ციფრული ვალუტაც მოექცა.
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დეპუტატმა მაიკ გელაგერმა წარადგინა.
“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის წინადადებით, ირანის უკანონო ფინანსები უნდა დაიბლოკოს”,- აცხადებს ამერიკული მხარე. ირანული მხარე კი, თავის მხრივ, ეროვნული კრიპტოვალუტის ვალდებულების განვითარებასა და გამოყენებას მოითხოვს.
აშშ-ში ამ აქტით აიკრძალება ტრანზაქციები, დაფინანსება ან სხვა სახის ფინანსური გარიგება, რომლებიც დაკავშირებული იქნება ირანულ ციფრულ ვალუტასთან. სანქციები ასევე დაეკისრებათ უცხოელებსაც, რომლებიც ახორციელებენ ირანული ციფრული ვალუტით ვაჭრობასა და ტრანზაქციებს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ყველანაირ სტრატეგიას განიხილავდა.
თავის განცხადებაში როდ როზენშტეინმა კებერდანაშაულთან ბრძოლას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ჩართულია ისეთი სამართალდამცავი ორგანოები, როგორებიცაა FBI და აშშ-ს მარშალის სამსახური.
როზენშტაინმა ასევე აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტა სრულიად ანონიმურია ფულის გათეთრების შანსიც მეტია.