ჯოზეფ ლუბინი: კრიპტოვალუტის ბაზარი გაურკვევლობაშია

0
1555

ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ჯოზეფ ლუბინმა განაცხადა, რომ 2018 წელს ციფრული ვალუტების კურსმა უკიდურესად დაბალი მაჩვენებლები დააფიქსირა.

ჯოზეფ ლუბინმა ამის შესახებ Tweeter-ზე დაწერა.

ლუბინის აზრით, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ბაზარი გაურკვევლობაშია.

ლუბინმა Twitter-ზე ისიც აღნიშნა, რომ მისი კომპანია ConsenSys, რომელიც Ethereum-ის Blockchain ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

“ConsenSys საქმიანობას განაგრძობს, რომელიც დაახლოებით 9 თვის წინ დაიწყო”,- განაცხადა ლუბინმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტექ.-ანალიტიკოსმა მაიკ ნოვოგრაციმ კრიპტოვალუტის მიმდინარე ბაზარზე განაცხადა, რომ მიუხედავად ფასების შემცირებისა კრიპტოვალუტების კურსი ნულს არ გაუტოლდებოდა.

ჰეჯირების ფონდის მენეჯერის თქმით, მიმდინარე ბაზარი ხასიათდება პესიმიზმითა და შიშით, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა უმეტესობა მოელის, რომ კრიპტოვალუტების კურსი ნულამდე დაეცემა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით აღნიშვნას ბიტკოინი იმსახურებს, რომლის ფასმაც 4.000 დოლარის ზღვარი დასძლია.

დღევანდელი მონაცემებით კი, ბიტკოინის ფასი 4.186 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი