მაიკ ნოვოგრაცი: ბიტკოინის ფასი მეტად აღარ შემცირდება

0
1342

მაიკ ნოვოგრაცი, ყოფილი გოლდმან Sachs-ის პარტნიორი და Galaxy Digital-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის არ ელოდება ბიტკოინის ფასის კიდევ უფრო დაცემას.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა.

ინტერვიუს დროს ნოვოგრაციმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაზარზე არსებული კრიზისის მიუხედავად, ბიტკოინის ფასი აღარ შემცირდება. მისი პროგნოზით, კრიპტოვალუტის კურსი უახლოეს მომავალში 3000-სა და 6000 აშშ დოლარს შორის იმოძრავებს.

ჰეჯირების ფონდის მენეჯერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე ბაზარი ხასიათდება პესიმიზმითა და შიშით, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა უმეტესობა მოელის, რომ კრიპტოვალუტების კურსი ნულამდე დაეცემა.

“….მაგრამ ციფრული ვალუტა არ აპირებს ნულს გაუტოლდეს”,- აღნიშნა ამ მოსაზრების საპასუხოდ მაიკ ნოვოგრაციმ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში მაიკ ნოვოგრაციმ ბრიტანულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ 2019 წელს ბიტკოინის ღირებულება 20.000 დოლარს მიაღწევდა.

მისი აზრით, თუკი ბიტკოინი 6.900 დოლარის ზღვარს დასძლევდა კურსის მატება გარდაუვალი იქნებოდა.

“ბიტკოინის ფასი 6.800 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შემდეგ წლის ბოლოს ბიტკოინის კურსმა 8.800-სა და 9.000 დოლარს შორის უნდა იმოძრაოს”,- აღნიშნა მაიკლ ნოვოგრაციმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი