თინეიჯერი კრიპტო მილიონერი: ბიტკოინს აქვს ბაზრის ზრდის შანსი, თუმცა არა ხანგრძლივი დროით

0
1385

თინეიჯერმა კრიპტო ვარსკვლავმა ერიკ ფინმენმა განაცხადა, რომ ბიტკოინს შეიძლება ჰქონდეს ბაზრის ზრდის შანსი, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კრიპტოვალუტა ამას ვეღარ მოახერხებს.

ფინმენი ცნობილია იმით, რომ მან 2011 წელს მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. მან ერთი ბიტკოინი 12 დოლარად იყიდა. ახლა კი 401 ბიტკოინს ფლობს. MarketWatch-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ერიკ ფინმენი აღნიშნავდა: “ბიტკოინი მკვდარია, ის ძალიან ფრაგმენტირებულია. თუმცა არამგონია, რომ ეს იყოს მისი უკანასკნელი მდგომარეობა”. ფირმენმა ასევე მწვავე პროგნოზი გააკეთა ლაიტკოინის შესახებაც.

“ლაიტკოინი უკვე დიდი ხნის მკვდარია. ეს ჰგავს პროცესს, როდესაც მზე ამოდის და რვა წუთში დედამიწამდე უნდა მოაღწიოს. რვაწუთიან პერიოდში ლაიტკოინი არის მეშვიდე წუთი”.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ფინმენი კრიპტოვალუტის შესახებ ცოტა ხნის წინ აცხადებდა: “ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალი ფინანსური ეპოქის დასაწყებად”. არგუმენტად კი ეს მოჰყავდა: “შენ შეგიძლია უბრალოდ იმოგზაურო და მთელი შენი სიმდიდრე თან ატარო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი