Circle-ის თანადამფუძნებელი: ციფრული ვალუტა მომავალში ფინანსური აქტივის ყველა ფუნქციას შეითავსებს

0
1493

კრიპტოვალუტის კომპანიის Circle-ის თანადამფუძნებელმა ჯერემი ელაიერმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლა არის.

კითხვაზე თუ როგორი იქნება ბიტკოინის ფასი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მან თქვა, რომ კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი საგრძნობლად მოიმატებს.

ჯერემი ელაიერმა ისიც აღნიშნა, რომ ბიტკოინის მიმზიდველობა მის არამატერიულურობაში მდგომარეობს. მისი აზრით, მომავალში საზოგადოების მხრიდან ბიტკოინის შეფასების კრიტერიუმები გაიზრდება.

“… ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციფრული ვალუტა მომავალში ფინანსური აქტივის ყველა ფუნქციას შეითავსებს”,- განაცხადა ინტერვიუს დროს Circle-ის თანადამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერემი ელაიერი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. “ეს არის ინტერნეტის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეცვლის ოპერაციულ სისტემებს. ეს არის ინტერნეტის მომავალი და არამხოლოდ, ციფრული ოქრო”,- განაცხადა ელაიერმა ნიუ-იორკში, Delivering Alpha კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი გლობალური ეკონომიკის კონტექსტში კრიპტოვალუტის დარეგულირების მომხარეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი