სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში კრიპტობირჟების შესახებ დებატები მიმდინარეობს

0
1942

სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში კრიპტობირჟების შესახებაც გაიმართა დისკუსია.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დებატებზე 7 კრიპტოვალუტის ბირჟის საკითხი განიხილებოდა. დებატებს ესწრებოდნენ, როგორც კრიპტო მეწარმეები და პოლიტიკოსები ასევე ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიის წარმომადგენელი.

უნდა აღინიშნოს, რომ დისკუსია ფოკუსირებული იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ პროცედურებსა და მომხმარებელთა დაცვაზე.

დებატებს წინ უძღვოდა სამხრეთ კორეის მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბანკები ციფრული ვალუტის ბირჟებს მომსახურეობას იმ შემთხვევაში გაუწევდნენ, როდესაც ბირჟები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომებს მიიღებდნენ და ასევე დანერგავდნენ მომხმარებლის შემოწმების მექანიზმს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა კრიპტობირჟა Zeniex-ი ოფიციალური რეგისტრაციის არარსებობის გამო დახურა. ბირჟის საქმიანობის შესახებ ასევე დაიწყო გამოძიებაც. თუმცა Zeniex-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კორეის ყოველდღიურ გაზეთს “Maeil Business” განუცხადა, რომ კომპანია ვალდებული არ იყო დარეგისტრირებულიყო სანამ მას 1 მილიონი ვონის (884.500 აშშ დოლარის) ბრუნვა არ ექნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი