კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1839

ამ კვირაში ციფრული ვალუტების კურსი მერყეობას განაგრძობდა. მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა არცერთი კრიპტოვალუტის ფასი.

ბიტკოინი

ანალიტიკოსებიღ თქმით, ბიტკოინის ფასი 3.000-დან 3.500 დოლარის ფარგლებში გააგრძელებს მერყეობას. თუმცა 3.600 დოლართან ახლოს ტრეიდერებს ვაჭრობას მაინც არ ურჩევენ.

ციფრული ვალუტის ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 3.000 დოლარის ზღვარს ჩასცდეს და 2.416 დოლარზე დაფიქსირდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი დეკემბრის მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება შარშანდელისგან. ტრეიდერების ნაწილი კვლავ ფასების მომატებას ელოდება, თუმცა ზრდის მკაფიო ტენდეციები ჯერჯერობით არ ჩანს.

ამ ფონზე ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

რიპლის კურსი კვლავ შემცირების ტენდეციას აჩვენებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ფასი 0.33-სა და 0.25 დოლარს შორის იმოძრავებს.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ინვესტორებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ეთერიუმი

მას შემდეგ, რაც 6 ნოემბერს ეთერიუმის კურსი მკვეთრად დაეცა დღემდე არ გამოსწორებულა. ამჟამად, კრიპტოვალუტა 90-სა და 80 დოლარს შორის მოძრაობს.

თუკი ალტკოინის ფასი დაიწევს მოსალოდნელია, რომ კურსი 66 დოლარზე დაეცეს.

ფასის ტენდენციის ცვლილების პირველი ნიშანი იქნება მაშინ, როდესაც ეთერიუმის კურსი 100 დოლარს მიაღწევს.

მანამდე კი, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი სამი დღის განმავლობაში 157 დოლარაიდან 104 დოლარამდე შემცირდა. ამჟამად, ალტკოინის კლების ტენდენცია 100 დოლარის ნიშნულზე მიანიშნებს.

თუკი ალტკოინის კურსი კიდევ უფრო შემცირდა მოსალოდნელი ფასი 91 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვერავითარ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსს აქვს კიდევ ერთი კრიტიკული მხარდაჭერა 28 დოლარზე. თუმცა შესაძლოა ალტკოინის ფასი კიდევ უფრო შემცირდეს და 20 დოლარზე აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასი ზრდის ტენდეციას აჩვენებს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის ზრდის ტემპს დააკვირდნენ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი