იაპონიაში კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშების რაოდენობა გაზრდილია

0
1951

იაპონიაში კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ სამართალდამცავების ანგარიშების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ამის შესახებ იაპონური ინგლისურენოვანი ადგილობრივი მედიასაშუალება Jiji.com იტყობინება.

მოხსენების თანახმად, ეროვნული პოლიციის სააგენტომ დაადგინა, რომ იაპონიის პოლიციამ 5.944 ანგარიში დაწერა კრიპტოვალუტის უკანონო გამოყენების შესახებ. ციფრული ვალუტის არაკანონიერი გამოყენება ძირითადად ფულის გათეთრებას ეხებოდა.

შედარებისთვის, ასეთი ანგარიშების რაოდენობა გასულ წელს 669 იყო, მაგრამ ანგარიშების რიცხვი გაიზარდა აპრილში, მას შემდეგ, რაც ბირჟებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება დაევალათ.

ეროვნული პოლიციის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანგარიშების ასეთი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ოპერატორებმა უსაფრთხოებასთან და საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებით ანგარიშების წარმოება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ მარტში გამართული G20 სამიტის მონაწილე იაპონიის წარმომადგენელი ხაზს უსვამდა ფულის გათეთრების საკითხს. მაშინ იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “როიტერს” განუცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მიიჩნევდა, რომ სავაჭრო რეგულაციების ნაცვლად ფულის გათეთრების თავიდან აცილების ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი