ალტკოინების კურსი კიდევ უფრო შემცირებულია

0
1690

გუშინ ბიტკოინი Cash-ის კურსი კიდევ უფრო შემცირდა.

გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 182 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღლი ნიშნული 192 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ფასის ყველაზე დაბალ ნიშნულს, ის 171 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 179 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ალტკოინის კურსის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 100 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება მონეროს: 27 ნოემბერს ალტკოინზე ვაჭრობა 53 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში მონეროს ყველაზე მაღალი ფასი 58 დოლარზე აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი 52 დოლარს შეადგენდა. მონეროზე ვაჭრობა კი 57 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ მონეროს ფასი 40 დოლარამდე დაეცეს. ფასის მატების შემთხვევაში კი, შესაძლოა ალტკოინის კურსი 81 დოლარამდე გაიზარდოს.

ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი