სამშაბათს, 27 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია კიდევ უფრო შემცირდა.
ბიტკოინის კურსი ცდილობდა 4.000 დოლარის ნიშნულისთვის მიეღწია, თუმცა არ გამოუვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასი 0.28%-ით გაიზარდა.
გუშინ ბიტკოინის ფასი 3.766 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინმა მოახერხა და დღის მანძილზე 3.862 დოლარის ნიშნულზეც კი დაფიქსირდა.
ამასთანავე, 27 ნოემბერს ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 66 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რიპლის: რიპლის კურსი ბიტკოინისგან განსხვავებით შემცირდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასმა 1.30%-ით დაიკლო და კურსი 0.34 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში რიპლის ფასის ნიშნული დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 122 მილიარდ დოლარს შეადგენდა.