კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმა: მიუხედავად კურსის შემცირებისა, ბიტკოინი ეკონომიკური ღირებულება არის

0
1572

კრიპტო ინვესტორი ენტონი პომპლიანო აცხადებს, რომ შესაძლოა, ბიტკოინის კურსი 85%-ით შემცირდეს და ბიტკოინის ფასის ნიშნული 3.000 დოლარზე აღმოჩნდეს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმა Morgan Creek Digital Assets-ს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ციფრული ვალუტების ფასების დაცემისა, კრიპტოვალუტა ეკონომიკურ ღირებულებას წარმოადგენს.

“ბიტკოინი არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საშუალება ტრანზაქციების განსახორციელებლად. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბიტკოინის კურსი მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი 400%-ზე მეტით არის გაზრდილი”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური მოთამაშეების წვლილი.

მათ სჯერათ, რომ ინსიტუციონალური ინვესტორების კრიპტოვალუტით უფრო აქტიურად დაინტერესებამ შესაძლოა, ციფრული ვალუტების ფასების მატებაც გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ მომავალ წელს ციფრული ვალუტების ფასი გაიზრდებოდა.

Financial Times-სთან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტაში ფულადი სახსრების ინვესტირებას მოახდენდნენ და სწორედ ეს გამოიწვევდა ფასების მატებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი