21 ნოემბერს ალტკოინების კურსი ოდნავ გაიზარდა

0
1917

ლაიტკოინის გუშინდელი კურსი 20 ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესდა. გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 33 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 34 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 31 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 34 დოლარზე დაიხურა.

21 ნოემბერს ლაიტკოინის კაპიტალიზაციამ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ლაიტკოინს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა 47-49 დოლარის შუალედში შეხვდება. თუ კრიპტოვალუტა ამ ზღვარს გადალახავს მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო ზრდა.

ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რაც შეეხება მონეროს: გუშინ კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი შეადგინა. ალტკოინზე ვაჭრობა 66 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 70 დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი 64 დოლარის პოზიციაზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს მონეროზე ვაჭრობა 68 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასი 81 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი