21 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2030

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი კრიპტოვალუტების კურსისთვის შედარებით იღბლიანი დღე აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად დავარდა, კურსის ოდნავი მატებაც კი პოზიტივის ნიშანია.

ბიტკოინის კურსმა 20 ნოემბერს დღის განმავლობაში 15%-ზე მეტი დაკარგა, თუმცა გუშინ მოახერხა და ფასი ოდნავ გააუმჯობესა. 21 ნოემბერს დღის მანძილზე ბიტკოინის ფასმა 3.12%-ით მოიმატა. დღის ბოლოს კი ბიტკოინის კურსმა 4.500 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 21%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასის მაჩვენებელმა 24 საათის განმავლობაში 2.19% მოიმატა. დღის ბოლოს კი კრიპტოვალუტამ 130 დოლარის ზღვარი დასძლია და ფასი 134 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 148.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი